LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გამოცემამ „ვერიეთი“ წლის საუკეთესო სიმღერები დაასახელა

76
Best-Songs-of-2020

ჩვენ ვაგრძელებთ წლის შეჯამებებს, ამჯერად გამოცემამ „ვერიეთი“ 2020 წლის 40 საუკეთესო სიმღერა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალს თავისი წესები აქვს, რის თანახმადაც ერთი შემსრულებელი სიაში მხოლოდ ერთი სიმღერით ხვდება.

პირველი ადგილი დუა ლიპამ დაიმსახურა, მან მოწინავე პოზიცია ჰიტით Don’t Start Now დაიკავა.

მეორე საპატიო ადგილზე ლეგენდარული ბობ დილანი გავიდა, სიმღერით Murder Most Foul.

მესამეზე კი „გრემის“ ნომინანტი ფიბი ბრიჯერსი კომპოზიციით Kyoto.

სიაში ისეთი არტისტები მოხვდნენ, როგორებიც ტელორ სვიფტიBTS, ბიონსე, ელვის კოსტელო, The Weeknd, ბილი აილიში და ბრიუს სპრსნგსტინი არიან.

სრული სიის გასაცნობად ეწვიეთ Variety-ის ვებ გვერდს .