LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაორებაცაა და გაორებაც, მაგრამ მან საქართველოს ნაკრები აირჩია…“ – დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი 17 წლის გიორგი ჩუბინიძე საქართველოს ემოციურად გულშემატკივრობს

469
გიორგი ჩუბინიძე

მაკა თურქია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩზე გადაღებულ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი ბიჭი, რომელიც თავადაც ფეხბურთს თამაშობს, საქართველოს გულშემატკივრობს.

„გაორებაცაა და გაორებაც… მაგრამ მან საქართველოს ნაკრები აირჩია. გუშინდელ მატჩს 17 წლის გიორგი ჩუბინიძეს ესწრებოდა, დედით პორტუგალიელი და მამით ქართველი. გიორგი 🏴󠁧ინგლისის პრემიერლიგის კლუბ, A.F.C. Bournemouth-ის U-18-ში და 🇬🇪საქართველოს U-18-ში ასპარეზობს. გიორგი შემტევი ნახევარმცველია, 175 სმ, ბორნმუთის აკადემიის აღზრდილი, 4 წლიდან შეიყვანეს ფეხბურთზე. მამა – თორნიკე საფეხბურთო მენეჯერია. 2022 წელს, გიორგი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მისი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში ყოფილა… 5 წლის იყო, როდესაც საქართველოს 5 ნომრიანი მაისური ჩავუტანე. მომიბრუნდა და მითხრა, ნუ გეშინია, გპირდები, რომ ერთ დღესაც, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო, იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ჩუბინიძე. მალე გვენახოს მთავარ ნაკრებში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები