გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ, – აღნიშნულის შესახებ ეკა კვალიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
,,არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას, რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?!.
გავიგე, რომ პროტესტია ქუჩაში, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ…
ჩვენ იმხელა ტრადიციები და ისტორია გვაქვს, იქით გვეხვეწონ, ვისზე რა გვაქვს შესახვეწი?!…
,თუ, რუსთაველზე ხორუმის ცეკვა და ხორუმით შესვლა შეიძლება პარლამენტთან, რატომ ბავშვებისთვის სიმღერა არ შეიძლება ახალ წელს, ამაზე პასუხი გამცეს ვინმემ…“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.