გადაცემის „სხვა რაკურსი“ წამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. კადრებში ტელეწამყვანი დედას სთხოვს: „გაიღიმე დედა, სურათს ვიღებთ“, რასაც ქალი თბილი დალოცვით პასუხობს: „ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და მშვიდობა ყოფილიყოს მთელს მსოფლიოში“.
როგორც ირკვევა, გია ჯაჯანიძის დედა 85 წლისაა.
გულშემატკივრებმა ვიდეოს უამრავი თბილი კომენტარი დაუწერეს.