LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი მახარაძე თავისი მიზეზით მომხდარ ავარიას იხსენებს: „რომ დავინახე, ბოძს შეასკდა, ვფიქრობდი, ხომ არ გარდაიცვალა-მეთქი…“

122
გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე სტუმრობდა „ია ფარულავას კონვერტს“, სადაც ის თავისი მიზეზით მომხდარ ავარიას იხსენებს და ასევე პასუხობს კითხვას, გაიქცა თუ არა შემთხვევის ადგილიდან:

„ჩემს დეიდაშვილს ვეთხოვე მანქანა, ბავშვის სანახავად ჩავედი საგურამოში, მეორედ თუ მესამედ ვიჯექი მანქანაზე, რაც მართვის მოწმობა ავიღე. მოვიდოდი მესამე ზოლში. იქიდან გადავედი პირველ ზოლში ისეთი სიჩქარით, რომლითაც პირველ ზოლში არ უნდა იარო. დამხვდა 75 წლის კაცი, რომელიც მაქსიმუმ 30-ით მიდიოდა. ვაიმე, დედა, ღმერთო, რაც მე მანდ ვინერვიულე. რომ გადავედი, ის მანქანა არ ჩანდა. ვერ ვასწრებდი დამუხრუჭებას, ვეჯახებოდი, აქეთ მანქანა მომყვებოდა, ვერც იქით გადავდიოდი, რაღაც დრო ვიხელთე და გადავედი… რა მანქანაზეც მე ვიჯექი, გაკაწრული ჰქონდა, უკანა ფარზე წავარტყი, იმან საჭე მარჯვნივ წაიღო და შეეჯახა ბენზინგასამართი სადგურის ბოძს. დაშავდა, აბა, რა ქნა. საკმაოდ ისე დაშავდა…  რა მიმმალავდა? რომ დავარტყი და დავინახე, რომ შეასკდა, მანქანას სანამ გავაჩერებდი, ის 10 წამი ვფიქრობდი, ხომ არ გარდაიცვალა-მეთქი. გავაჩერე, მივვარდი, სულ სისხლიანი იყო… რაღაც რომ თქვა და დაილაპარაკა, მანდ ამოვისუნთქე…“

გიორგი მახარაძე მამობის შესახებ: „მე და მარიამი ვიძიებთ ინფორმაციას, როგორ უნდა დაველაპარაკოთ, ვაჭამოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილი…“

ფოტო: გიორგი მახარაძე შვილს ასეირნებს

გიორგი მახარაძემ თავისი გოგონა მონათლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g