LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მახარაძე მამობის შესახებ: „მე და მარიამი ვიძიებთ ინფორმაციას, როგორ უნდა დაველაპარაკოთ, ვაჭამოთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილი…“

327
გიორგი-მახარაძე

მსახიობი გიორგი მახარაძე „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მამობის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ ჯერზე მამობის შეგრძნება ბოლომდე არ ჰქონდა:

„ახლაც, რომ გავიღვიძე და მას სძინავს, დამაკლდება ის მომენტი, ერთად რომ ვიღვიძებთ. ჩვენ ვაღვიძებთ ხოლმე, სადღაც 12-ისკენ, გეყოფა, გაიღვიძეო. ღამის გათენება რა არის, მე და მარიამს არ გაგვიგია, ძალიან კომფორტულია.

ბუნებრივად ასე ხდება, რომ გადანაწილებაც კი არ გვჭირდება და რაღაცებზე შეთანხმება. მე და მარიამი ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ინფორმაციის მოძიებაში, როგორ გავზარდოთ, როგორ ვაჭამოთ, როგორ დაველაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ წლისა და ოთხი თვისაა, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცები არ ესმის და არ უნდა უთხრა. 20 წლის რომ გავხდი, გაჩნდა ელენე. ვიცოდი, რომ შვილი მყავს, მაგრამ ვერ აღვიქვამდი, მერე და მერე გავაცნობიერე…“

ფოტო: გიორგი მახარაძე შვილს ასეირნებს

გიორგი მახარაძემ თავისი გოგონა მონათლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g