LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გოგომ პოლიციის მანქანა გაიტაცა და ნამდვილი არეულობა მოაწყო

62
police

ყოველდღიურად მსოფლიოში უამრავ ავტომობილს იტაცებენ და დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში თავად მძღოლები არიან, რომლებიც ღია მანქანას ტოვებენ და გასაღების წაღებაც ავიწყდებათ. ანალოგიურად მოიქცა ამერიკელი ოფიცერი, რომელიც პოლიციის განყოფილების წინ გაჩერდა, მოწმე შეიყვანა და ცოტა ხნით მანქანა უყურადღებოდ დატოვა. როდესაც პატრული უკან დაბრუნდა, ავტომობილი ადგილზე აღარ დახვდა.

გატაცებული საპატრულო მანქანა ძალიან მალე აღმოაჩინეს და მისი დევნაც დაიწყეს. ეს დევნა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, მანამ სანამ დამნაშავეს შეაჩერებდნენ. გაქცეული დამნაშავე კი 38 წლის რენელ სონია აღმოჩნდა.

ქალი ბოსტონის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა და მას ბრალი ავტომობილის გატაცებაში, საშიშ მართვაში, მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილებასა და პოლიციის მითითების უგულებელყოფაში დასდეს. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ინციდენტის დროს რენელი თავს კარგად ვერ გრძნობდა, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის საქციელს სწორედ ეს გარემოება ხსნის.

საბედნიეროდ, დევნის შედეგად არავინ დაზარალებულა, არც მანქანა დაზიანებულა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები