LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Guns N’ Roses ტურნეს საუკეთესო მომენტებს „იუთუბზე“ განათავსებს

116
CKOL-dustnbones

კორონავირუსის პანდემიის გამო, არაერთმა ლეგენდარულმა მუსიკალურმა ჯგუფმა მიმართა ონლაინ პროექტებს. ერთ-ერთი ღირშესანიშნავი წარმომადგენელია Metallica, რომელმაც „ფეისბუქისა“ და „იუთუბზე“ სხვადასხვა დროს გამართული კონცერტების სრულ ჩანაწერები განათავსა.

Metallica ონლაინ კონცერტების სერიას #MetallicaMondays იწყებს

„გჭირდებათ დასვენება ნეტფლიქსისგან?  წარმოგიდგენთ უფასო კონცერტების სერიას #MetallicaMondays“

ახლა კი ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა, Guns N’ Roses დაიწყო ახალი ონლაინ პროექტი, Not in This Lifetime Selects.

ბენდი ტურნეზე, Not in This Lifetime… Tour გამართული კონცერტების საუკეთესო მომენტებს „იუთუბის“ არხზე განათავსებს.

პირველი ეპიზოდი ჯგუფმა უკვე გაავრცელა. ეს 2019 წელს, სოლტ ლეიკ სითიში გამართული კონცერტის საუკეთესო მომენტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები