LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჰარი პოტერის“ სამყაროს ახალი გმირები პირველად წითელ ხალიჩაზე

154
page

„ჰარი პოტერის“ სამყაროს ახალი ეკრანიზაციის მთავარი გმირები წითელ ხალიჩაზე პირველად წარდგნენ. მათი ოფიციალური დებიუტი შედგა ლონდონში, ღონისძიებაზე, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში HBO Max-ის გაშვებას ეძღვნებოდა.

ჰოგვორტსში ვბრუნდებით! – „ჰარი პოტერის“ სერიალის პირველი „ტრეილერი“ გავრცელდა

12 წლის დომინიკ მაკლაფლინი, რომელიც ჰარი პოტერის როლს ასრულებს, 11 წლის არაბელა სტენტონი (ჰერმიონ გრეინჯერი) და 11 წლის ალასტერ სტაუტი (რონ უიზლი) ერთად პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე და მალევე იქცნენ ღონისძიების მთავარ პერსონაჟებად.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა მსახიობები საოცრად ჰგვანან ორიგინალი ფილმის ვარსკვლავებს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დომინიკის მზერამ, რომელიც ბევრის თქმით, ბავშვობაში დანიელ რედკლიფისას ძალიან ჰგავს.

„ჰარი პოტერის“ სერიალის მსახიობთა პირველი შემადგენლობა ცნობილია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები