ჰუმანოიდი რობოტის პირველი ნამუშევარი აუქციონზე 1 000 000 დოლარად გაიყიდა. საუბარია ინგლისელი მათემატიკოსის, ალან ტურინგის პორტრეტის შესახებ, რომელიც პირველი ნამუშევარი გახდა, რომელიც რობოტმა შექმნა და აუქციონზე გაყიდა.
პორტრეტი 2.2 მეტრი სიგრძისაა, მისი ავტორი კი Ai-Da გახლავთ, მსოფლიოში პირველი ულტრარეალისტური მხატვარი რობოტი, რომელსაც სახელი პირველი პროგრამისტი ქალის ადა ლავლეისის პატივსაცემად დაერქვა.
