თაკო ადამია Youtube არხზე გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ტრანსგენდერი ქალი ტესა რუხაძე საუბრობს პირად გამოცდილებაზე და ყველა იმ სტრესულ მოვლენასა თუ მომენტზე, რაც მას ცხოვრებაში გამოუვლია. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი კი თემის ირგვლივ, პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხობს.
– „ყველა ადამიანს გვაქვს ცხოვრებაში ფსიქოლოგიურად მძიმე მომენტები, როდესაც გვინდა, რომ ტაძარში წავიდეთ და ვის, თუ არა მამაოს ჩავაბაროთ აღსარება…“, – ამბობს ტესა რუხაძე.
– „ისინი თუ დაინტერესდებიან, დარწმუნებული ვარ ეკლესია ყოველთვის მზად იქნება, რომ მიიღოს და პასუხები გასცეს. კარი ყველასთვის ღიაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თავისი წესების დასამკვიდრებლად კი არ მოდის ეკლესიაში, არამედ მოდის იმიტომ, რომ ეკლესიის წესები მიიღოს და გაითვალისწინოს მან თავის ცხოვრებაში“, – აცხადებს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.