კანადურმა კომპანია Inkas-მა, რომელიც დაცული ავტომობილების შექმნითაა დაკავებული, Toyota Land Cruiser 300-ის ჯავშნიანი ვერსია წარადგინა. კანადელებმა ავტომობილს ბალისტიკური ცდების მთელი სერია ჩაუტარეს, შეამოწმეს თუ რა მოხდება ავტომობილის აფეთქების შემთხვევაში, როგორ დაზიანდება სალონი, რა ბედი ეწევათ შიგნით მყოფ მგზავრებს. ასეთი გამოცდის მოსაწყობად 15 კილოგრამი ტროტილი, რამდენიმე ნაღმი და სნაიპერის შაშხანა გამოიყენეს.
ავტომობილებს, რომლებსაც დაცულობის კლასი VR6 და VR7 აქვთ, შეუძლიათ რომ ცეცხლსასროლ იარაღს და ბევრად უფრო მძლავრ წინააღმდეგობასაც გაუძლონ.
ვიზუალურად ჯავშნიანი Land Cruiser 300 მოდელის სტანდარტული ვერსიისგან არაფრით განსხვავდება. განახლებების შესახებ მინიშნებას მხოლოდ სახურავზე დამონტაჟებული ავარიული გასასვლელი იძლევა. არადა ავტომობილს ძარის, ფანჯრების, საწვავის ავზის და აკუმულატორის, ასევე მუხრუჭების დაცულობა მაქსიმალურად აქვს გაზრდილი. ყველგანმავლის უსაფრთხოებაში ბოლომდე რომ დარწმუნებულიყვნენ, სპეციალისტებმა ნაღმები არ დაზოგეს.
მოდელმა ყველა დარტყმას გაუძლო და სალონში მყოფმა მანეკენებსაც დაზიანება არ მიუღიათ. ასე რომ, თავდასხმის შემთხვევაში ნამდვილი მგზავრებიც უვნებლად გადარჩებოდნენ.