LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯგუფ, Blackpink-ის წევრის, ჯენი კიმის ალბომის პატივსაცემად, Beats Solo4-მ ბაფთიანი ყურსასმენი გამოუშვა

121
page

Beats Solo4-მა ახალი ყურსასმენი გამოუშვა. ეს გახლავთ ჯგუფ, Blackpink-ის წევრის, ჯენი კიმის ალბომის, Ruby-ის პატივსაცემად შექმნილი მოდელი, რომელსაც ბაფთები ამშვენებს.

ყურსასმენში Spatial Audio გვხვდება Dynamic Head Tracking-თან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოსმენა 64 დინამიკით გარშემორტყმულ სივრცეში ყოფნას ჰგავს და განახლებული ფუნქციონალით უკეთეს ხმასაც გვპირდებიან…

ერთი დამუხტვით მუსიკის მოსმენას 50 საათის მანძილზე შეძლებთ. მისი წონა სულ რაღაც 217 გრამია, რაც მას მეტად კომფორტულ მოწყობილობად აქცევს. ყურსასმენების ფასი 199.99 დოლარია. 

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები