LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაცი ჯანზე ვარ, ვვარჯიშობდი ყოველდღე და უცბად მეუბნებიან მეოთხე სტადია გაქვსო, კოშმარია“ – გია ბურჯანაძე რთული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ

874
BeFunky-collage

გია ბურჯანაძემ რთული დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას სიმსივნესთან ბრძოლაში ოჯახი და საძმაკაცო ედგა გვერდით. ასევე სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც ბურჯანაძის თქმით, ახლობლებივით ამოუდგნენ მხარში.

„ძნელია ამის გაცნობიერება, კაცი ჯანზე ხარ..ვვარჯიშობდი ყოველდღე და უცებ გეუბნებიან მე-4 სტადიის სიმსივნე გაქვსო, კოშმარია.

ჩემი ოჯახი, საძმაკაცო გვერდით დამიდგა.

მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ვიცნობდი და ისე დამიდგნენ გვერდში, როგორც კარგი ახლობლები.

ამდენი ადამიანი რომ არის ჩართული იმაში, რომ შენ გამოკეთდე და კარგად იყო, შენც აღარ უნდა ჩაიქნიო ხელი. მტერსაც არ ვუსურვებ, ძალიან ვერაგი დაავადებაა,“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g