ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მორიგ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „აზოვსტალი“ სადილამდე, ან სადილის შემდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ.
ვიდეომიმართვა მან ჩვეული მისალმებით დაიწყო./
„მოგესალმებით ყველა ჩემ გამომწერს, მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ, ყველაფერი მზადაა, სტრატეგია მზადაა, სამხედროები მზად არიან, უბრალოდ დრო არის საჭირო. აბა, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ამბავი? დონ.
ევროპისთვის და დასავლეთისთვის ეს ძალიან არასასიამოვნო სიახლეა, ნორმალური ადამიანებისთვის კი, რომლებსაც მშვიდობიანად უნდათ ცხოვრება, ძალიან სასიამოვნო სიახლეა. ლუგანსკში და დონეცკში ხალხს ამის შემდეგ აღარ აწამებენ“. – ამბობს კადიროვი.
აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლის ქარხანა თითქმის მთლიანად განადგურდა.
მისი თქმით, ქარხანაზე “მძიმე ბომბებს” ყრიან, ნანგრევების ქვეშ კი ბევრი ადამიანია.