ანუკი არეშიძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ანუკის მეუღლემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წითელი ვარდების ულამაზესი თაიგული მიართვა.
ანუკის მეგობარმა, ნინა ზარქუამ კი დიზაინერს ტორტი ჩააქრობინა.
„ბედნიერი დღე ჩემო სიყვარულო,“ – წერს ნინა.
ანუკი არეშიძის დაბადების დღის აღნიშვნა ოჯახურ გარემოში შედგა.
ცნობისთვის, ანუკი არეშიძე იუბილარია.
დიზაინერი, მოდელი და ინფლუენსერი 36 წლის გახდა.