LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,კალმარის თამაშის” მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

315
72288601-0-image-a-27_1687168958

,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალი – Squid Game მეორე სეზონით დასრულდება. ცნობილი გახდა, რომ ,,კალმარის თამაშის” უკანასკნელი ნაწილის პრემიერა, 26 დეკემბერს შედგება. რამდენი ეპიზოდი იქნება სტელევიზიო შოუს სიქუელში, ჯერჯერობით უცნობია.

პირველი სეზონიდან სერიალში მხოლოდ ლი იუნგ-ჯეის პერსონაჟი – მოთამაშე 456 დაბრუნდება. მისი მიზანი თამაშის ორგანიზატორების მოძებნა იქნება.

Squid Game, რომელიც 2021 წელს გამოვიდა და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა, იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სამხრეთ კორეულ დრამაში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

შარშან, Netflix-მა Squid Game-ის მოტივებზე რეალითი შოუც გამოუშვა. სერიალისგან განსხვავებით, Squid Game: The Challenge-ში, რა თქმა უნდა, არავინ მომკვდარა, თუმცა თამაშების სპეციფიკა, გადასაღები მოედანი, მოთამაშეების ჩაცმულობა და სხვა დეტალები, სწორედ ,,კალმარის თამაშის” ესთეტიკას იმეორებდა. ცნობილია, რომ ,,ნეტფლიქსი” რეალითი შოუს გაგრძელებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები