LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კარანტინის გამო დაცარიელებული ბრიტანეთის ქალაქი თხებმა დაიპყრეს

203
britishamsnews

კორონავირუსის ინფექციის პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში კარანტინია გამოცხადებული. გამონაკლისი არც დიდი ბრიტანეთია და განსაკუთრებული მდგომარეობის გამო თითქმის ყველა ქალაქი დაცარიელდა. ჩრდილოეთ უელსი ხალხისგან კი დაიცალა, თუმცა მისი ქუჩები გარეულმა თხებმა გაავსეს.

დაუპატიჟებელი სტუმრები ერთ–ერთმა ადგილობრივმა ენდრიუ სტუარტმა ფანჯრიდან დაინახა და მაშინვე პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ფარა ტყისკენ გარეკეს, რამეთუ ჩათვალეს რომ ისინი სწორედ იქიდან იყვნენ გამოპარულები. თუმცა თხები ასე მარტივად არ დანებნენ და მეორე დღესვე უკან, ქალაქში დაბრუნდნენ.

ენდრიუმ სოც–ქსელში ვიდეოც გაავრცელა და თან წარწერაც დაურთო, რომ ცხვრები საკარანტინო კანონს არღვევენ და ორკაციანზე მეტ ჯგუფებად გადაადგილდებიან.

აღსანიშნავია, რომ უელსელ გარეულ თხებს როგორც დიდ „ვანდალებს“ ისე იცნობენ და როგორც წესი, მათ გამო ქალაქს არაერთი პრობლემა შექმნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g