მართა რამიშვილს მსმენელი ტელეეკრანიდან უკვე კარგად იცნობს – ახალგაზრდა შემსრულებელი მსახიობის, მომღერლისა და ტელე_ და რადიოწამყვანის, ლაშა რამიშვილის ქალიშვილია.
მამა-შვილმა დუეტი არაერთხელ შეასრულა და მსმენელიც აღაფრთოვანა.
ამჯერად მართა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „იმედის დღე“ ესტუმრა და ოთარ ტატიშვილის სიმღერა „ქრება ზღაპარი“ არაჩვეულებრივად იმღერა.
ვიდეო: „რა ღამეა“ – ლაშა რამიშვილი ქალიშვილთან ერთად ამღერდა: „ბრავო! მართა, მამიკოს გოგო…
„სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო, კარგი მამის კარგი შვილი“, „ეს რა კარგი გოგო გვყოლია, საოცარი შესრულება“, „წარმოუდგენლად მომხიბვლელი და ძალიან ნიჭიერი გოგო“, „მართლაც სცენისთვის არის დაბადებული!“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: „ქაფჩა და აგური“ – მართა რამიშვილის ნამღერმა საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა
ქრება ზღაპარი – მართა რამიშვილი🎶 ქრება ზღაპარი – მართა რამიშვილი კომპოზიტორი: ოთარ ტატიშვილი
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on Thursday, January 30, 2025