LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კენდალ ჯენერის კითხვა, რომელზეც პასუხს ჰარი სტაილზმა თავი აარიდა

177
remember-harry-styles-e-kendall-jenner-estao-se-reaproximando-apos-seus-terminos-recentes-diz-jornal_widelg

ქსელში ვირუსულად ვრცელდება კენდალ ჯენერისა და ჰარი სტაილზის ტეტ ა ტეტ ვიდეო, რომელშიც ამ უკანასკნელს, მისი ყოფილი მუზა დამაინტრიგებელ კითხვას უსვამს. იმ ფონზე, როცა ამერიკელი მოდელი და ინგლისელი მომღერალი გარკვეული დროით ერთმანეთს ხვდებოდნენ, არტისტს არასდროს დაუმალავს, რომ ლამაზმანი მისი პირველი დამოუკიდებელი დისკის ინსპირაციად იქცა.

ვიდეოში, კენდალი სწორედ ამ თემას ეხება და ჰარის ეკითხება, თუ ,,რომელი სიმღერებია მის შესახებ მუსიკოსის ალბომში?”, რაზეც პასუხს ის თავს არიდებს და იღიმის.

მართალია სტაილზს ამის შესახებ ჯენერთან პირისპირ არ უსაუბრია, თუმცა მას ტაბლოიდებთან ინტერვიუში არაერთხელ უღიარებია, რომ სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Harry Styles შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო, მისი მაშინდელი მეგობარი გოგონა იყო. შემსრულებლის ფანებს მიაჩნიათ, რომ 2017 წლის დისკიდან, მან კენდალს კომპოზიციები – Meet Me in the Hallway, Sweet Creature და Only Angel მიუძღვნა.

ცნობისთვის, კენდალ ჯენერისა და ჰარი სტაილზის რომანი, 2013 წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდა. საბოლოოდ, მათ მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს. ამჟამად, კენდალ ჯენერი ბედ ბანის ხვდება, ჰარი სტაილზი კი, ცოტა ხნის წინ, ტეილორ რასელს დაშორდა.

ჰარი სტაილზი და ტეილორ რასელი დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები