LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხანდახან დამცინიან…იქანე-აქანეს თქმა მიყვარს და „ისევლეს“ ვიძახი“ – რას ჰყვება ბლოგერი ლანა მეტრეველი „იმედის“ეთერში

574
2025-04-24_23-59-39_601855

ბლოგერი ლანა მეტრეველი გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი პიროვნული თვისებებისა და ცხოვრების შესახებ გვიყვება.

„ბავშვობიდან სცენაზე პირველი გამოვდიოდი ხოლმე და ყველას ვაცინებდი. ახლა მე კუთხური კილო მაქვს, მაგრამ მაგას ყურადღებას არ ვაქცევ. იქანე-აქანეს თქმა მიყვარს და „ისევლეს” ვიძახი. ბავშვობიდან მაქვს ეს და ხანდახან დამცინიან, თუმცა ვბლოკავ ასეთ ხალხს.

ბევრს მწერენ, ლექსებს მიძღვნიან. მესიჯები ბევრია, მთვარეზე წაყვანას მპირდებიან, თუმცა მხოლოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი. ფოთში დავიბადე და აჭარაში გავიზარდე. სახლში ბოსტანიც კი მაქვს. ყველა საქმეს ვაკეთებ. დედამ დამარიგა აქ რომ მოვდიოდი, ცხენივით არ გაიცინოო“, – ამბობს ლანა მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g