LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხელები გავუთბეთ, სახე დავუზილეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ – გომის მთაზე სიკვდილს გადარჩენილი ბიჭი

339
Capture

გურიაში, გომის მთაზე სიკვდილს გადარჩენილი ერთ-ერთი ბიჭი “ტვ პირველთან” იმ დღეს იხსენებს, როდესაც მათი ერთ-ერთი მეგობარი სიცივის გამო გაიყინა. როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, როდესაც ოთხმა მეგობარმა გომის მთაზე ასვლა გადაწყვიტა კარგი ამინდი იყო, თუმცა მოულოდნელად ამინდი გაუარესდა, რამაც მათ გადაადგილებაში ხელი შეუშალა. მისივე განცხადებით, ოთხი მეგობრიდან ერთ-ერთი ძალიან ცუდად იყო, რის გამოც ცუდ ამინდში გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

ახალგაზრდა ბიჭი, რო არ გაყინულიყო მეგობრებმა სითბოსთვის ტანსაცმელიც დაწვეს, სახესაც უზელდნენ, თუმცა სამწუხაროდ ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა

შსს – გომის მთაზე სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება

  “ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, ვერ დავტოვეთ… ხელები დავუზილეთ მაგრამ ვერაფერი ვერ ვუშველეთ. ცუდად გახდა, ფეხი სტკიოდა, ვეღარ დადიოდა, თოვლში რამოდენიმეჯერ წაიქცა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.

12 საათის განმავლობაში, როცა გარდაიცვალა, არ ვტოვებდით, ვერ დავტოვეთ… მის გვერდზე ვიყავით გაყინულები, გვერდზე გვეწვა და ვათენებდით, სანამ მაშველები ამოვიდოდნენ. ბოლოს ძალიან გაგვიჭირდა, შეშაც არ იყო და ტანსაცმელებს გავუკიდეთ ცეცხლი, რომ გაგვეთბო. სანამ დაიღუპებოდა იქამდე ხელები გავუთბეთ, სახე დავუზილეთ არყით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ.

იყო შემთხვევები, რომ გადავვარდით და ერთმანეთს არ ვტოვებდით.. ამინდის ასეთ ცვლილებას არ ველოდებოდით, კარგი ამინდი იყო, რომ ავედით უცბად შეიცვალა ამინდი, თოლი, ქარბუქი და ნისლი იყო. ერთმანეთსაც ვერ ვხედავდით 2 მეტრში,” – აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი.

გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს

“თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი” – გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g