ამერიკელები ავტომობილის დიაგნოსტირებისთვის ხელოვნური ინტელექტის სუპერ-სკანერს იყენებენ. სკანერი, რომელიც UVEye-იმ შექმნა, პირველადი დიაგნოსტირებისთვისაა საჭირო: ერთი წუთის ვადაში სერვისის თანამშრომელი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრულ დასკვნას იღებს და შესაძლო დეფექტების აღმოჩენაც ადვილდება.
იდეის ავტორმა სკანერის მუშაობის ამსახველი ვიდეო თავის Youtube-არხზე გამოაქვეყნა.
მთელ პროცესს მართლაც რამდენიმე წამი სჭირდება. ავტომობილი სპეციალური თაღის ქვეშ გადის, სადაც კამერებია დამონტაჟებული და მანქანას ყველა მხრიდან აფიქსირებს. შემდეგ ეს კადრები კომპიუტერში ხვდება და მათ ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს. ტექნოლოგიას სხვადასხვა დეფექტების აღმოჩენა ექსტერიერში, საბურავებში, ასევე სხვა გარეგნულ კომპონენტში შეუძლია. ინფორმაციის გადამუშავებას ნახევარი წუთი სჭირდება და მექანიკოსი სატრანსპორტო საშუალების შესახებ სრულ ანგარიშს იღებს.