LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხერსონის ოლქის სოფელ დავიდოვ ბროდში უკრაინის დროშა აღმართეს – „შევხვდებით მდინარე ინგულეცზე“

63
ხერსონი

ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონის სოფელ დავიდოვ ბროდში უკრაინის დროშა აღმართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ რომან ლოზინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობს.

“დავიდოვ ბროდი! დაბრუნებულია! ახლახან იქ ჩვენი დროშა აღიმართა! შევხვდებით მდინარე ინგულეცზე!” – დაწერა დეპუტატმა.

ლოზინსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 35-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები სოფელში მდებარე კოშკზე უკრაინის სახელმწიფო დროშას ამაგრებენ.

 

Давидів Брід! Відвойований!
Тут щойно піднято наш прапор!
Один з ключових на плацдармі за Інгульцем на Херсон!

Вже майже рідний. Зґвалтований російською окупацією. Він стане однією з перлин наших мандрів півднем України після перемоги.

Зустрінемось на річці Інгулець!

Posted by Roman Lozynskyi on სამშაბათი, 04 ოქტომბერი, 2022

 

ამ დროისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან სოფელ დავიდოვ ბროდის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g