ცნობილი პოეტი ტარიელ ხარხელაური „სიცრუის დეტექტორში“ გარდაცვლილი შვილისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს, რომელიც დაკრძალვის ღამეს დაიწერა:
„მწუხრზე მთვარის მოდგა ჩრდილი
ქარის მოეყოლა გმინვა
ხომ არ დამისველდი, შვილო,
ხომ არ შეგაშინა წვიმამ?!“
პოეტმა ლექსის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მან აღნიშნა, რომ მისი შვილის დაკრძალვის ღამეს საშინლად წვიმდა…