LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხუთი თვის ორსული ვიყავი, გავიგე რომ მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა“ – თამუნა მესარკიშვილის დაუჯერებელი ისტორია

421
2026-06-10_01-08-11_302420

თამუნა მესარკიშვილი გადაცემის „მედგიდი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავის საოცრად ემოციურ ისტორიას გვიყვება.

როგორც ის ამბობს, 5 თვის ორსული იყო, როდესაც გაიგო, რომ მკერდის სიმსივნე ჰქონდა და მას შემდეგ რთული პერიოდის გავლა მოუწია.

„ხუთი თვის ორსული ვიყავი, გავიგე რომ მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. პირველი რეაქცია, ეს იყო შოკი. არ მჯეროდა. ძალიან მალე ვმობილიზდი და იმ დღესვე დავგეგმე თურქეთში ვიზიტი. საბედნიეროდ ვიცოდი, სად დამერეკა და როდესაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა მითხრეს, რომ იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს მაინც აუცილებლად ჩავსულიყავი. ღმერთს ვთხოვდი იმას, რომ ყველაფერი მარტივად ყოფილიყო, რაც სამწუხაროდ პირიქით აღმოჩნდა.

მომიწია ორსულობაში ოპერაციის გაკეთება, რაც ჩემთვის პირველი იყო. ოპერაციის გაკეთების შემდეგ ჩამოვედი საქართველოში რომ რეაბილიტაცია გამევლო. როდესაც დავბრუნდი, რომ ქიმიოთერაპია დამეწყო, აღმომაჩნდა ღორის გრიპი. 16 დღე ვიყავი თურქეთში და უმძიმესი ფორმით მქონდა. ასე ცუდად არაფერი არ მახსენდება, არცერთი ოპერაცია.

შემდეგ როდესაც გამოვკეთდი გავიკეთე 8 ქიმია. შემდეგ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და გავაჩინე ბავშვი. ერთ თვეში თურქეთში ჩავედი და კიდევ ერთი რთული ოპერაცია გავიკეთე. შემდეგ კი გავაგრძელე ქიმიები. ამ ეტაპზე მკურნალობა დასრულებული მაქვს“, – ამბობს თამუნა მესარკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები