კორონავირუსის პანდემიის გამო, თვითიზოლაციაში მყოფი ვარსკვლავები საზოგადოებას მოწყენის საშუალებას არ აძლევენ და ფარულ ნიჭსაც ხშირად უზიარებენ სოციალური ქსელის გამომწერებს.
„თქვენც შეგიძლიათ სცადოთ იმის გაკეთება, რაც გეგონათ, რომ არ გამოგდიოდათ“ - შერონ სტოუნი თვითიზოლაციაში მხატვრობით დაკავდა
„მე ჩემი ნახატი დავასრულე და საოცრად კმაყოფილი ვარ, მინდა გითხრათ, რომ თქვენც შეგიძლიათ სცადოთ იმის გაკეთება, რაც გეგონათ რომ არ გამოგდიოდათ“
სულ ცოტა ხნის წინ, მასხიობმა კირა ნაიტლიმ ვიდეო განათავსა და საზოგადოებას ახალი ნიჭი გაუზიარა. 35 წლის მსახიობმა The Beatles-ის ჰიტი, yesterday კბილებით შეასრულა და საქველმოქმედო აქციის „იმედი სახლიდან“ ფარგლებში საზოგადოებას დონაციისკენ მოუწოდა, პანდემიასთან მებრძოლ ექიმებს კი მადლობა გადაუხადა.