ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს, რომელიც კოლაგენის ბუნებრივად შევსებას ეხება.
„კოლაგენის დანამატებს თუ ვერ ყიდულობთ, აი, ბუნებრივი გზით როგორ შეივსოთ.
როდესაც გვაკლია კოლაგენი, სახეზე ნაოჭები გვიჩნდება.
ასაკთან ერთად კოლაგენის რაოდენობა ასევე მცირდება სახსრებში. შედეგად ვითარდება ხოლმე ტკივილი.
კოლაგენის შემცირების შედეგად ძვლების სიმკვრივე მცირდება.
ასევე, თმა და ფრჩხილები ხდება მსხვრევადი.
როგორ უნდა შეივსოთ კოლაგენის მარაგი:
აუცილებელია, რომ მიიღოთ ძვლების ნახარში ყოველდღიურად. არ დაგავიწყდეთ, რომ ხარშვის დროს დაამატოთ ძმარი. ასევე სასურველია სუპს დაამატოთ ორი კბილი ნიორი, ან მიიღოთ უმად, რადგან გოგირდს შეიცავს და კოლაგენის წარმოქმნაში მონაწილეობს. ასევე კარგი იქნება თუ ყოველდღე მიირთმევთ ორ ცალ კვერცხს.
ასევე აუცილებელია მივიღოთ ცე ვიტამინი. ფორთოხლის, ლიმონის, მოცვის, მარწყვის ან ჟოლოს სახით. მნიშვნელოვანია, რომ მიირთვათ უმად, რადგან ეს ვიტამინი ადვილად იშლება.
გააკეთეთ ეს დაახლოებით 8-12 კვირის განმავლობაში და თქვენი ორგანიზმი საკმარის კოლაგენს მიიღებს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
