LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტები დაამზადეს

136
Capture (3)

კახეთში ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით,  ხელმძღვანელმა პირმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პროგრამით ბოროტად ისარგებლა. სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემას გულისხმობს, ბრალდებულმა 11 მოქალაქეზე უკვე გააყალბა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მსგავსი დოკუმენტის დამზადებისთვის 50 ლარის ოდენობით ფულად სარგებელს იღებდა.

“აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ” – წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g