გუშინ მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ფინალი გაიმართა.
მეგაშოუს გამარჯვებული, მაყურებლის გადაწყვეტილებით, მსახიობი თედო ბექაური გახდა. მას მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.
სეზონის ფინალში მაყურებელმა კვლავ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი იხილა, როგორც ფინალისტების, ასევე, გასული სეზონის მონაწილეების მხრიდან.
მათ შორის, დიდი ოვაციები დაიმსახურა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებულის, ბაბი კირკიტაძის გამოსვლამ.
მომღერალმა ბაბი კირკიტაძე ასევე, გასული სეზონის მონაწილე, ნიკო ნანიტაშვილთან ერთად ცეკვა „ტანგო“ შეასრულა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
?XI სეზონის მონაწილეები, ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილი | „ტანგო“
?XI სეზონის მონაწილეები, ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილი | „ტანგო“
Posted by ცეკვავენ ვარსკვლავები on კვირა, 14 იანვარი, 2024
„შესანიშნავი წყვილი ბაბი და ნიკო. რა ელეგანტურობა და საოცარი დახვეწილობაა თქვენი ცეკვა, დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა თქვენი შესრულება“, „ლამაზი და ნიჭიერი ბაბი“, „სასწაული ნომერი“, „რა ჯობია თქვენს ყურებას“, „სასწაულად იცეკვა ნიკასთან ერთად, ნიკაც ხომ მოვლენაა, ბრავო“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.