ნანუკა ჟორჟოლიანი ცნობილ რეჟისორს, 94 წლის ლანა ღოღობერიძეს შინ ესტუმრა.
ის ამბობს, რომ სიბერეს რაღაც დადებითიც აქვს:
„საერთოდ, ეს უცნაური დამოკიდებულებაა ასაკთან. თან, ვერ აღვიქვამ, სულ არ მგონია, რომ ამდენი წლის ვარ. საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ არსებობს ასეთი თარიღი. სიბერეს რაღაც კარგიც მოაქვს, საშუალებაა, უფრო თავისუფალი იყო, რაც ხარ, ის ხარ, მეტი არაფერი გინდა, რომ იყო, ჩაღრმავების საშუალებაა, უშინაურდები სიკვდილს, რაღაცნაირად აქვეა. წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს სიკვდილი, რა საშინელება იქნებოდა სიცოცხლე… ღმერთმა დაგვიფაროს… ახალი შეგრძნებებია და გიხარია, ყველაფერი გაინტერესებს…“
,