მექსიკურ ქალაქ ოჰინაგაში, ჩიუაუას შტატში მიწაში Nissan Micra ჩამარხეს, რომელიც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლატარეაში მოიგო. გათამაშების პირობების თანახმად, ავტომობილს გამარჯვებულს მხოლოდ 50 წლის შემდეგ გადასცემენ, წერს Oddity Central.
ლატარეა ყოველწლიური ფესტივალის El IV Reencuentro Ojinaguense ორგანიზატორებმა გაათამაშეს. ავტომობილი ფოტოებით, სხვადასხვა ნივთითა და წინაპრებისადმი გაგზავნილი წერილებით გაავსეს. ამის შემდეგ კი ამწეს დახმარებით მიწაში ჩასხმულ ბეტონის კონსტრუქციაში ჩადეს.
იდეას ადგილობრივ მაცხოვრებლებში დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია, მათგან ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია ახალი ავტომობილი შეიძინოს. მათი აზრით, უმჯობესი იყო პრიზი ქველმოქმედებისთვის გამოეყენებინათ. საჩივრებს ქალაქის მთავრობამ უპასუხა, რომ ეს კერძო ინიციატივა იყო. ვიდეო Facebook-ზე El Sol de Ojinaga-ს გვერდზეა გამოქვეყნებული.