ლეგენდარული ოზი ოსბორნი და მისი ბენდი, Black Sabbath სცენას დაემშვიდობნენ. გრანდიოზული ფინალური შოუ ოზის მშობლიურ ბირმინგემში გაიმართა და მას 40 ათასი ადამიანი დაესწრო.
კონცერტში სახელწოდებით „უკან დასაწყისისკენ“ სხვა ეპოქალური არტისტებიც ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ: Metallica, Guns N’ Roses, Slayer, the Rolling Stones-ის წევრი, რონი ვუდი, Aerosmith-ის ფრონტმენი, სტივენ ტაილერი, Gojira, Mastodon, Pantera და მრავალი სხვა. შოუს წამყვანი, მსახიობი ჯეისონ მომოა გახლდათ.
შოუს კულმინაცია 76 წლის ოზის გამოჩენა გახდათ. ის ღამურას ფორმაში გამოწყობილი, ტახტზე მჯდომი მღეროდა.
„ვერც კი წარმოიდგენთ, რას ვგრძნობ ახლა. გულის სიღრმიდან გიხდით მადლობას“, – მიმართა ოზიმ მაყურებლებს.
ვიდეო: შავ ეტლში მჯდომი ოზი ოსბორნის მოულოდნელი გამოჩენა და ფეხზე წამომდგარი პუბლიკა

