ოზი ოსბორნი, რომელსაც უკვე წლებია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, „პარკინსონის“ დაავადებას ებრძვის და ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი ოპერაციაც გადაიტანა, ყველასთვის მოულოდნელად, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოჩნდა.
საკულტო ინგლისელი მუსიკოსი, როგორც სოლო არტისტი წელს პერფორმერთა კატეგორიაში მუზეუმის ახალი წევრი გახდა. ის დარბაზში 2006 წელს, ჯგუფის – Black Sabbath ერთ-ერთი წევრის სახით შევიდა.
პრემიის მინიჭებისას, როკ ლეგენდა სცენაზე შავ ეტლში მჯდომი გამოვიდა. 75 წლის შემსრულებელს პუბლიკა ფეხზე წამოუდგა და უწყვეტი ოვაციებით გაამხნევა.
მისი შემოქმედების პატივსაცემად, საღამოზე ისეთმა შემსრულებლებმა იმღერეს, როგორებიც: ბილი აიდოლი, ჯელი როლი და სხვები არიან.




