„შუადღის“ ეთერში ლენუკა ყიფშიძემ ისაუბრა ბულინგზე, რომელიც ასაკის გამო შეხვდა:
„ძალიან გავძლიერდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა „პრაიმჰაუსში“, ვიფიქრე, სად მოვხვდი-მეთქი. საშინელი გრძნობაა, შინაგანად სხვანაირად აღზრდილი ხარ, პოზიტივი და კარგი განწყობა იყო და არ ვარ შეჩვეული აგრესიას. არ არსებობს, ყველას უყვარდე, მაგრამ მანამდე იყო ბულინგი, ზურას რანაირი შვილები ჰყავსო. ზურა სულ მეუბნებოდა, კარგი რა, გაატარე, რაზე იშლი ნერვებსო. მერე ძალიან შეეხნენ ჩემს ასაკს, შე ბებერო, რა გინდა მანდო. მინდოდა, ეს სტერეოტიპი დამსხვრეულიყო. მიხარია, შევძელი, რომ ასაკზე სტერეოტიპი დაიმსხვრა. იცით, როგორ მედგნენ გვერდში ქალები? რას ნიშნავდა ქალის ასე დაბულინგება?!..“
რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს: „წამლებს ვსვამ, გადასხმა გამიკეთეს…“