LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენს ქვეყანაში, 40 წელს ზემოთ ქალის გადაწყვეტილებას ცუდად ხვდებიან…ვამაყობ, რომ შენ გადალახე ეს აგრესია და არ დაკარგე რეალური სახე” – ნატალია ყიფშიძე ლენუკა ყიფშიძეს მიმართავს

198
BeFunky-collage - 2022-12-26T231852.701

ჩვენ ქვეყანაში 40 წელს ზემოთ ქალის გადაწყვეტილებას ცუდად ხვდებიან და მე ვამაყობ, რომ შენ გადალახე ინტერნეტ სივრცისგან წამოსული აგრესია და არ დაკარგე რეალური სახე, – აღნიშნულის შესახებ გიორგი ყიფშიძის შვილმა, ნატალია ყიფშიძემ, მამიდის, ლენუკა ყიფშიძის მისამართით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ნატალია ყიფშიძე წერს, ლენუკა ყიფშიძე მისთვის გამარჯვებულია, რადგან მან ტელევიზიაში ქალის სიძლიერეს ხაზი გაუსვა.

“პროექტში შესვლა რომ გადაწყვიტე, გამიკვირდა, არ მეგონა, რომ ამის სურვილი გქონდა. შენთან საუბრის შემდეგ უფრო ღრმა მიზეზს მივაგენი, რომელიც შენს ახალ გამოცდილებასა და შენი ასაკის ქალებისთვის იმედის მიცემას უკავშირდება. იმის იმედის, რომ ქალისთვის ყველა ასაკში შესაძლებელია ცხოვრებისგან ახალი გამოწვევების მიღება.

ჩვენ ქვეყანაში 40 წელს ზემოთ ქალის გადაწყვეტილებას ცუდად ხვდებიან და მე ვამაყობ, რომ შენ გადალახე ინტერნეტ სივრცისგან წამოსული აგრესია და არ დაკარგე რეალური სახე. რეალიტი შოუს გამოწვევაც ხომ ამაში მდგომარეობს – გამოიარო სირთულეები საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე. შენ ჩემთვის გამარჯვებული ხარ, ისეთ ღირებულ საკითხში, როგორიც არის ქალის სიძლიერეზე ტელევიზიაში ხაზგასმა. მიყვარხარ!”, – წერს ნატალია ყიფშიძე.

ცნობისთვის, ლენუკა ყიფშიძე პროექტ “პრაიმჰაუსში” იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ნახევარფინალში გამოეთიშა.

ამავე თემაზე:

ლენუკა ყიფშიძე: „ჩემ გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს, სხვაგვარად ურთიერთობა ვერ აეწყობა…“

„ამდენი დედას და მამას „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდშიც არ მინერვიულია“ – ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

ლენუკა ყიფშიძე: „40 წლის ბებერს პროექტში რა უნდაო, ამაზე ხაზგასმა ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა“

რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს: „წამლებს ვსვამ, გადასხმა გამიკეთეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები