LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე: „ჩემ გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს, სხვაგვარად ურთიერთობა ვერ აეწყობა…“

367
ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გვერდით მხოლოდ ძლიერი მამაკაცი სჭირდება:

„რაღაც პერიოდი გადაწყვეტით ვიცოდი, რომ ოჯახის მეორედ შექმნა არ მინდოდა. ახლაც ასე ვფიქრობ, მაგრამ მომავალში რა იქნება, დღეს ამის თქმა ძნელია. ვერ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც აზრს შემაცვლევინებდა. მე ვარ ძალიან გახსნილი, პირდაპირი, ერთგული და ამას მოვითხოვ სხვისგანაც. ჩემ გვერდში ძალიან ძლიერი მამაკაცი უნდა იყოს, სხვაგავარად ურთიერთობა ვერ აეწყობა. ძალიან მომწონს, როცა კაცს კაცობა ეტყობა ყველა მის ქმედებაში. ვერ ვიტან კაცისგან უყურადღებობას, ზოდიაქოთი თევზები ვარ და მიყვარს სითბო.

პატიება შეგიძლიათ?

ღალატს ნამდვილად ვერ ვაპატიებ. სამწუხაროდ, დღეს გახსნილი ცხოვრება მოვიდა და ბევრ ოჯახში ღალატიც არ არის პრობლემა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. მე ბებია-ბაბუის ოჯახური ურთიერთობები მომწონს, სადაც ოჯახი სულ სხვა იდეალს წარმოადგენდა. ეტყობა, ამ დროში ვარ ჩარჩენილი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g