LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლეონარდო დიკაპრიო, ლენი კრავიცი, შიშველი მოცეკვავეები და სასმელის ზღვა – მიკ ჯაგერმა 80 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

204
Untitleddfg

ლეგენდარული ჯგუფის The Rolling Stones ვოკალისტი, მიკ ჯაგერი 80 წლის გახდა. იუბილე ვარსკვლავმა ლონდონში მდებარე ღამის კლუბში, Embargo Republica აღნიშნა. სტუმრებს შორის გახლდნენ მისი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიო და ლენი კრავიცი, რომლებიც ლონდონში სპეციალურად მიკის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩაფრინდნენ.

წვეულება ღამის 3 საათზე დასრულდა, ინსაიდერების ცნობით, კლუბში სასმლის დიდი არჩევანი იყო, სტუმრებს  ნახევრად შიშველი მოცეკვავეები ართობდნენ. ამ დღეს როკ-მუსიკოსი მწვანე კოსტიუმში იყო გამოწყობილი და შესანიშნავ განწყობაზე იმყოფებოდა.

80 წლის მაჩო – ლეგენდარული მიკ ჯაგერი იუბილარია

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს შეყვარებულზე ქორწინდება

როკ-ვარსკვლავი, რომლის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გავლენიანი მუსიკოსების სიას ლიდერობს. თითქმის ყველა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, ცნობილი გამოცემის „როლინგ სტოუნზის“ რეკორდსმენიცაა. ის არაერთხელ მოხვდა ცნობილი გამოცემის გარეკანზე.

78 წლის მიკ ჯაგერმა ლივერპურში გამართულ კონცერტზე სცენაზე ცეცხლი დაანთო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები