LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლიკუნა ჩაჩიბაია: „ტიკ-ტოკზე“ მიწერენ ხოლმე, დამალე ეგ ხელიო და რატომ უნდა დავმალო, ვინ მალავს საკუთარ თავს? მთავარია, ვიყოთ ცოცხლები, ერთი ხელით ვიქნებით, ერთი ფეხით თუ ერთი თვალით, ამას ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა…“

151
57

პარატაიკვანდოისტი ლიკუნა ჩაჩიბაია natalitalks-ს ესაუბრება.

„მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი და გამიკეთეს ხელის ამპუტაცია, დავრჩი 16 წლის გოგო ერთი ხელის გარეშე… კარგია, რომ ეს მომენტი არ მახსოვს, რადგან ალბათ, გავგიჟდებოდი. მახსოვს, როგორ დავეცი, როგორ ვყვიროდი და როგორ მტკიოდა. ცუდად არ მახსენდება, მე იმ დღეს იმდენი ბრძოლა გავიარე საკუთარი სიცოცხლისთვის, ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, კარგი იყო. რომ არა ის შემთხვევა, სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა…

სიკვდილის ძალიან მეშინოდა, სიკვდილს ესპარინგები და უგებ, ამაზე მეტად, მგონია, ცხოვრებაში ვეღარ გავიმარჯვებ…

მოვიდა მადლიერების გრძნობა უფლის მიმართ. რომ არა ეს, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც ვარ… პირადად მე უფლის მადლიერი ვარ, რომ არა ის, მე ვერ გადავრჩებოდი. მთავარია, ვიყოთ ცოცხლები, ერთი ხელით ვიქნებით, ერთი ფეხით თუ ერთი თვალით, ამას ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა…

როცა კომაში ვიყავი და ოპერაციები მიკეთდებოდა, თითქოს ჩემი სული უყურებდა ჩემს თავს, ამიტომ როცა გავიღვიძე, უკვე მიღებული მქონდა ის, რომ ხელი აღარ მქონდა…

ჩემს „ტიკ-ტოკზე“ მიწერენ ხოლმე, დამალე ეგ ხელიო და რატომ უნდა დავმალო, ვინ მალავს საკუთარ თავს?

მინდა, პოზიტიური რწმენა და ხედვა გავუზიარო ახალგაზრდებს, ვინც პატარა წვრილმანის გამო სახლში ზის…“

@natiatalks ვინ მალავს საკუთარ თავს?! #streetinterview #tbilisi #fyp #საქართველო @likunachachibaia ♬ original sound – NatiaTalks
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g