LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლონდონში ქუჩებში მფრინავი ავტომობილი გამოჩნდა

268
მფრინავი-ავტომობილი

ნიდერლანდურმა კომპანია PAL-V-ემ, რომელიც მფრინავი ავტომობილის Liberty-ს შექმნითაა დაკავებული, თავისი პროდუქტი რეალური მოძრაობის პირობებში წარადგინა. მოდელის პროტოტიპი, რომელზე მუშაობაც უკვე 10 წელია გრძელდება, ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა.

პირველი სერიული მფრინავი ავტომობილის შექმნა PAL-V-მ 2001 წელს დაიწყო, 2020 წელს კი საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების უფლება მოიპოვა. რაც შეეხება ფრენებს, უსაფრთხო ფრენების ევროპული სააგენტო ამის უფლებას ჯერ არ იძლევა, თუმცა როგორც ჩანს, ბევრი დრო არც ამ დღემდე არ არის დარჩენილი.

მანამ სანამ Liberty მხოლოდ ცდების ფარგლებში დაფრინავს, კომპანიამ მოდელის პოტენციალის დემონსტრირება გადაწყვიტა. ავტომობილის ლონდონის ქუჩაში გამოჩენა ერთ-ერთი ასეთი პრომო-აქცია იყო, რომლის ფარგლებშიც ახალი ქმნილება ფართო საზოგადოებას აჩვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები