LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ლუკა ლოჩოშვილის სიტყვას მესი, რონალდო, კანავარო და სხვა დიდებული ხალხი ისმენდა“ – ემოციური კადრები ქართველი ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიიდან

192
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

ფიფამ პარიზში The Best დაჯილდოების ცერემონია გამართა და ერთ-ერთ ნომინაციაში ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია – საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფეარ-პლეის პრიზის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ერთი წლის წინ, მატჩის დროს, გეორგ ტაიგლს პირველადი დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

Silk Sport დაჯილდოების ცერემონიიდან, ნომინანტების წარდგენის მონაკვეთს ავრცელებს.

„მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ყველაზე მეტად სიცოცხლის გადარჩენა მახარებს, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

 

მესი, რონალდო, კანავარო, კარლოსი, სკალონი, კაპელო და სხვა დიდებული ხალდი ისმენდა ლუკა ლოჩოშვილის სიტყვა ფიფას დაჯილდოებაზე ??

ქართველმა ფეხბურთელმა ფეარ პლეის პრიზი მოიგო. მან ავსტრიის ბუნდესლიგაში მოწინააღმდეგე გუდნის ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა ???

Credit FIFA

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 27 თებერვალი, 2023

 

 

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ ცენტრალური მცველის ჯილდოს შესახებ საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

 

 

ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს Fair Play-ს ჯილდოს მფლობელია

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ,,კრემონეზეს” ცენტრალური მცველი…

Posted by საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო on ორშაბათი, 27 თებერვალი, 2023

 

 

როგორც სამინისტრო წერს, ქართველმა ფეხბურთელმა საპატიო ჯილდო ვენის „აუსტრიას“ ფეხბურთელის, გეორგ ტაიგლის, გადარჩენისთვის მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები