მოცეკვავე თეა დარჩიას და მისი მეუღლის გუჯა მათიაშვილის შვილები, გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდნენ, სადაც მარიამმა, იოანამ და გაბრილმა ოჯახური ამბების შესახებ ისაუბრეს.
„ბავშვობიდან დედური ინსტინქტი მქონდა მათ მიმართ, რაღაცნაირად ამაგი მაქვს.. ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან ჩემთვის ჩემი დედმამიშვილები. ბედნიერი ვარ, რომ საამაყო ბიჭებიო და გოგოები არიან.
ყ6ველაზე უფროსი ვარ და არ მახსენდება, რომ მათი დაბადების შემდეგ ეჭვიანობის მომენტი მქონოდა. უფრო სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა, 9 წლის ვიყავი მაგრამ, ვიცოდი, რომ ჩემს ძმაზე უნდა მეზრუნა, ჩართული ვყოფილიყავი მის აღზრდაში.
მადლიერი ვარ დედაჩემის, რომ ესენი მაჩუქა.. ჩემთვის მართლა უძვირფასესი ადამიანები არიან“, – განაცხადა მარიამ მათიაშვილმა.
იოანა მათიაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ მარიამი მათზე, როგორც დედა ისე ზრუნავს.
და-ძმა მათიაშვილები სტუმრად „ჩვენს ოჯახში“
მათიაშვილების ოჯახური ამბები?
?და-ძმა მათიაშვილები სტუმრად „ჩვენს ოჯახში“
#ჩვენიოჯახიPosted by ჩვენი ოჯახი on Saturday, November 11, 2023