საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლი-ს“ ემშვიდობება.
ხვიჩა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ემოციურად საუბრობს.
„რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე. ის გზა, რომელიც აქ გავიარე, დაუვიწყარი იყო და ამ წამსაც თავში მიტრიალებს. არასდროს დამავიწყდება პირველი გოლი და ემოციები. ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელი, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენ-ში“ ითამაშებს.