LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მაია ჯაბუა სტილის შესახებ: „ჩემი მეუღლის ჰალსტუხების კოლექცია მივითვისე… ის, რაც ყველას აცვია, არ მინდა, ერთგვარი პროტესტი მაქვს…“

437
მაია ჯაბუა

მაია ჯაბუა ეკო ფანგანის რუბრიკას ესტუმრა „იმედის დღეში“ და სხვადასხვა კითხვას უპასუხა სტილისა და იმიჯის შესახებ.

„ის, რაც მოდაში შემოდიოდა, აუცილებლად მინდოდა-მეთქი, რომ ვთქვა, ასე არ იყო. ის, რაც ყველას აცვია და ყველას აქვს, მე არ მინდა და პროტესტი მაქვს…

მირჩევნია, რომ მზა ტანსაცმელი შევიძინო, ვიდრე შევიკერო. ჩვენს პროფესიაში არის ეს პრობლემა, რომ ბევრჯერ ერთსა და იმავეს ვერ ჩაიცვამ, მაგრამ არის საბაზისო ქვედაბოლო თუ კაბა, რომლისგანაც შეიძლება სხვადასხვა ვერსია შექმნა, თუნდაც აქსესუარების ხარჯზე შეცვალო. ამას ხშირად ვახერხებთ. სტილი სწორედ აქსესუარებით იქმნება. ძალიან მიყვარს შარფები და ჰალსტუხები. ჩემს მეუღლეს აქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომელიც მე მივითვისე. ასე რომ ჩავიცვი, მივხვდი, რომ კარგად ვარ… არის ძალიან ქალური სამოსი, რომელსაც იხდენ და იმ წუთში კარგად ხარ, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია…“, აღნიშნავს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g