LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მახსოვს როგორ სტკიოდა ვენები და როგორ სცვიოდა ლამაზი, ქერა თმა“ – ხათუნა ჟორდანიამ „სიცრუის დეტექტორში“ შვილის ემოციური წერილი წაიკითხა

510
2024-11-20_02-07-11_337995

ანასტასია ხაჩიძემ დედას, ხათუნა ჟორდანიას, საოცარი წერილი დაუწერა, რომელიც მისი მკურნალობის პერიოდს მოიცავს.

ხათუნამ შვილის წერილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ წაიკითხა და ცრემლებიც ვერ შეიკავა.

„ჩემი დედიკო თუნა, ამქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია, რომელიც ექიმებთან არასდროს დადიოდა. როდესაც ხველამ არ გაუარა, ნინის დაჟინებული თხოვნით მივიდა ექიმთან. ანალიზის პასუხები შოკისმომგვრელი იყო. მახსოვს როგორ სტკიოდა ვენები და როგორ სცვიოდა ლამაზი, ქერა თმა.

მიუხედავად ამისა, გატეხილი ხმით მაინც ახერხებდა ხუმრობას. ჩემი დედიკო თუნა, კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პროცედურებზეც ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდა. ისვამდა ლაინერს და წითელ პომადას. თუ მას იცნობთ, ჩათვალეთ ძალიან გაგიმართლათ“, – კითხულობს ხათუნა შვილის წერილში.

ფოტო: ხათუნა ჟორდანიამ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრით მეუღლე აღაფრთოვანა – „შენზე კრეატიულს არავის ვიცნობ…“

ვიდეო: „ხათუნას ჯანმრთელობის გამო, ორი თვე მონასტერში ვიყავი წასული…“

ზურა ხაჩიძე: „ცოლად სხვა რომ მომეყვანა, აქამდე ოჯახს დავანგრევდი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g