LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,მამა გაბრიელი გამომეცხადა და ზუსტად მესამე დღეს, ჩემი ფეხით გადმოვედი ლოგინიდან და გავიარე” – ნონა გოგოლაური

650
BeFunky-collage - 2023-05-08T012921.283

ნონა გოგოლაური მერიკო კარტოზიას გადაცემაში, „ერთი ამბავი მერიკოსთან” მამა გაბრიელთან დაკავშირებულ სასწაულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს სწორედ მისი წყალობით დგას ფეხზე.

„დიდი ხნის მანძილზე თავის ტკივილები მქონდა, როდესაც გადავიღე აღმოჩნდა, რომ 13 ცალი იყო თავის ტვინში მიმოფანტული. მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ, რადგან აქ ვერავინ მიშველიდა. ბელგიაში წავედი, დამეწყო ტკივილები და კლინიკაში გადამიყვანეს. შემდეგ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და ვეღარ გავიარე. ეს ამბავი 7 წლის წინ მოხდა, წელს ქვემოთ მოვწყდი. ჩემი მეგობრები მივლიდნენ. ჩემები გააფრთხილეს, რომ გადარჩენის შანსი თითქმის არ იყო. ერთადერთხელ ვკითხე უფალს, რა დაგიშავე მეთქი. იმ ღამეს გამოცხადებასავით მქონდა, მამა გაბრიელი მკიდებს ხელს, მაყენებს კრესლოდან და მივყავარ რკინის სცენაზე. წინ იდგნენ სასულიერო პირები და მამა გაბრიელმა ხელები მაღლა აღაპყრო.

ვაღვიძებ ჩემს მეგობრებს და ამ ამბავს ვუყვები. ამ დროს თურმე ჩემი განაჩენი ცნობილია და მე არაფერს მეუბნებიან. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხში სითბო ჩაიღვარა, შემდეგ მეორე ფეხშიც. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ზუსტად მესამე დღეს ჩემი ფეხით გადმოვედი საწოლიდან და გავიარე. ეს მოხდა ისე, თითქოს კრესლოში არც არასდროს ვმჯდარვარ.

შემდეგ დავწერე სტოპი და ვთქვი, რომ ჩემს მამა გაბრიელთან მივდივარ. ჩავედი მამა გაბრიელის საფლავზე და დედა პარასკევამ გულში ჩამიკრა, თუმცა არ მიცნობდა. მითხრა, სად ხარ აქამდეო. მე ვუთხარი, არ ვიცი რა გავაკეთე ისეთი, რომ მამა გაბრიელმა ასე ფეხზე დამაყენა მეთქი. პირველი ზიარება მე მამა გაბრიელის კელიაში მივიღე, მანამდე აღსარებაც არ მქონდა ჩაბარებული. უბედნიერესი ადამიანი ვარ. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ხშირად ხდება”, – საუბრობს ნონა გოგოლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g