LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ უფლის ნება არის ეს ურთიერთობა დალოცე-თქო…რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“ – მარიამ შარმანაშვილი საოცარ ამბავს გვიყვება

337
2025-10-24_23-18-39_363307

იტალიური კინოს ლეგენდის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ.

მოგეხსენებათ, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 26 ივლისს თბილისში, ქართული ტრადიციების სრული დაცვით გადაიხადა.

ფოტო, ვიდეო: კარლო პონტი ჩოხით და მარიამ შარმანაშვილი ულამაზესი საქორწინო კაბით – ლეგენდარული სოფი ლორენის ვაჟმა და მისმა რჩეულმა ჯვარი საქართველოში დაიწერეს

მარიამ შარმანაშვილი გადაცემის „შაქრით თუ უშაქროდ“ სტუმარი იქნება, სადაც თავისი და კარლოს სიყვარულის ამბავს კიდევ ერთხელ მოუყვება საზოგადოებას.

გადაცემა ეთერში 26 ოქტომბერს გავა, მანამდე კი ანონსიდან ძალზედ საინტერესო მონაკვეთს შემოგთავაზებთ.

როგორც მარიამი გვიმხელს, მან მამა გაბრიელს სთხოვა ურთიერთობის საწყის ეტაპზე სწორი გზა ეჩვენებინა მისთვის, რათა გამორკვეულიყო.

მართლაც მოხდა სასწაული და კარლო პონტიმ სწორედ მამა გაბრიელის საფლავის მოლოცვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში აუხსნა მას სიყვარული და განამტკიცა მათი ურთიერთობა.

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, როდესაც ასეთი ლეგენდის ოჯახის წევრი ხდები. მახსოვს მაშინ მამა გაბრიელს შევთხოვე, რომ თუ უფლის ნება არის ეს ურთიერთობა დალოცე-თქო და გამომარკვიე. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

„ხშირად დასმულ კითხვებს შორის უკონკურენტოა ეს კითხვა…“ – აპირებენ თუ არა შვილის ყოლას კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი – რას პასუხობს გამომწერის ამ კითხვას სოფი ლორენის რძალი

ვიდეო: „როგორი დედამთილია უნიჭიერესი სოფი ლორენი“ – მარიამ შარმანაშვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g