LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამუკა ჩარკვიანის შვილს, ჯაკო ჩარკვიანს „ქოცი“ ავთანდილ კოხრეიძის შვილი უკვე მეორედ დაესხა!!! ვიდეოში ასახულია ჩხუბი, რომელიც ორ მხარეს პირად თემაზე მოუვიდა და არა პოლიტიკურ პროცესებზე“ – თამარ ბუჩუკური

671
Untitled design (1)

„მედიის და სოციალური ქსელის მომხმარებლებს‼️ დეზინფორმაციას ავრცელებთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით 👇 ცოტა ხნის წინ, დოლიძის ქუჩაზე, სახლთან მამუკა ჩარკვიანის შვილს, ჯაკო ჩარკვიანს თავს ქოცი ავთანდილ კოხრეიძის (იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი)‼️ შვილი უკვე მეორედ დაესხა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „კანონი და სამართლის“ მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ ბუჩუკური ავრცელებს.

ვიდეო: დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა

„ვიდეო კადრებში ასახულია ამ ორ მხარეს ჩხუბი პირად თემაზე და არა პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც ავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მათ შორის ინციდენტი დიდი ხნის წინ დაიწყო და დღევანდელი თავდასხმის მცდელობა ჯაკო ჩარკვიანზე ამ კონფლიქტის გაგრძელება იყო.

კოხრეიძემ ჩარკვიანი რამდენიმე თვის წინ 5 ქოცის დახმარებით მოტყუებით საკუთარ სახლში, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის, ავთანდილ კოხრეიძის ოჯახში მიიყვანეს და როგორც რუსქოცებს სჩვევიათ, ჯგუფურად ერთ ჯაკოს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ჩარკვიანს მრავლობითი ტრავმა და დაზიანებები მიაყენეს.

რა თქმა უნდა, მამამისის, ავთანდილ კოხრეიძის გავლენებით ზონდერი შვილი ხელშეუხებელია რუსული მილიციისგან.

ჩემთვის ცნობილია, რომ გარდა ჩარკვიანისა, მან გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა ვინმე შარანგიას. ცხადია, მილიცია მაშინაც დუმდა…
კოხრეიძის ზონდერობაზე ნოდარ მელაძის შაბათმა მოამზადა სიუჟეტი ქართული ოცნების მომხრეთა ხელშეუხებელ შვილებზე… (შეგიძლიათ გადაამოწმოთ არქივში)“, – წერს თამარ ბუჩუკური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g