მარი ნაკანი შინაგან შფოთვებზე „შუადღეს“ უყვება:
„ბევრი წლის განმავლობაში, ვიყავი ხოლმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ზოგს მოვწონდი, ზოგს – არა. მაგრამ ჩემზე კრიტიკა, განსჯა, დაცინვა, მძიმედ მოქმედებდა, მტკიოდა და განვიცდი, საკუთარ თავში ვიკეტებოდი. ეს ყველაფერი მოქმედებდა თვითშეფასების ქვევით დავარდნაზე, იწვევდა შფოთს.
როცა ჩემს გარეგნობაზე მეუბნებოდნენ რამე უსიამოვნოს, ჩემზე მოქმედებდა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეკეთებინა ცხვირის ოპერაცია. და ახლა, ვუყურებ ამ ჩემს ძველ ფოტოებს და ისე ვნანობ იქიდან გამომდინარე, რომ არ მჭირდებოდა ეს ოპერაცია. იმ მარის არაფერი აკლდა. ჩვენზე მოქმედებს ბოროტი აზრები, რომლებსაც თავს გვახვევენ. მერე გავიარე სეანსები და თერაპიები. მივხვდი, რომ ჩემი მთავარი პრობლემაა, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევ, რას ამბობენ ჩემზე…“
მარი ნაკანი: „განქორწინებულ ქალიშვილებს მშობლები უკან არ იღებენ…“