LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარინა კაჭარავა ტოქსიკური ურთიერთობების შესახებ: „ერთი ქალბატონი რამდენიმეჯერ გაჰყვა ცოლად ნარკომანს ისე, რომ თავად ვერ მიხვდა. ნარკომანია სძულდა, რადგან მამა დაეღუპა ამით…“

593
მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ტოქსიკურ ურთიერთობებზე თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ საუბრობს:

„მსხვერპლსა და მოძალადეს ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს ეძებენ. რატომ ხდება ეს? ჩვენს არაცნობიერში, ჩვენი ქცევის რეპერტუარში რაც გვაქვს, იქიდან გვაქვს, რაც მშობლებთან გვაქვს ნანახი. პირველი მამაკაცი არის მამა და პირველი ქალი – დედა. თუ ადამიანი ძალადობაში იზრდება, მას აქვს ამ კონტინიუმზე ორი ბოლო აქვს, ან მოძალადე გამოდის, ან მსხვერპლი. თუ მოძალადე გამოვიდა, მსხვერპლს ეძებს და პირიქით. ერთი ქალბატონი რამდენიმეჯერ გაჰყვა ცოლად ნარკომანს ისე, რომ თავად ვერ მიხვდა. ნარკომანია სძულდა, რადგან მამა დაეღუპა ამით. ამიტომაც არ უნდოდა, მაგრამ ნახეთ, რა ხდება. ის ველი, რაც იმ ადამიანთან იქმნება,ა რის ნაცნობი, უსაფრთხო და დაცული, რადგან მამისმაგვარი ველია. ხშირ შემთხვევაში მამაკაცი დედისმაგვარს დაეძებს და ქალიც, მამისმაგვარს. მათ სჭირდებათ, პირველ რიგში, ფსიქოთერაპია და გაცნობიერება. მოძალადეც ცოდოა და მსხვერპლიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები